საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება აპრილის თვეშიც შემცირდა.
აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 1,086 გვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,1%-ით ნაკლებია.
წლიურ ჭრილში თბოგენერაცია შემცირებულია 24,7%-ით, ხოლო ჰიდროგენერაცია 12,1%-ით. ქარის ენერგიის შემთხვევაში ელექტროენერგიის გამომუშავება 10,3%-ით შემცირდა.
ელექტროენერგიის ყოველთვიური გამომუშავება გვტ.სთ
საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5,71 ცენტი შეადგინა ერთ კილოვატ საათზე, რაც წლიურად 3,7%-ით არის გაზრდილი.
ფასის ზრდის მთავარი ფაქტორი 2024 წლის დასაწყისიდან თბოსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის გაძვირებაა.
მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო და საზღვარგარეთ 58 გვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კვლავაც თურქეთია.