აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი Yellow Corp გაკოტრდა მას შემდეგ, რაც მილიონობით დოლარის დავალიანება ვეღარ გადაიხადა.
შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობისგან მიღებულმა შეღავათებმა და ასობით მილიონის ფინანსურმა დახმარებამ კომპანია ვერ გადაარჩინა.
მარტისთვის მას დაახლოებით $1,5 მილიარდის დავალიანება უფიქსირდებოდა. აქედან $729,2 მილიონი ფედერალური მთავრობის მიმართ არსებული ვალი იყო.
თითქმის ერთი საუკუნის ისტორიის მქონე სატვირთო კომპანიამ, რომელსაც ოდესღაც დომინანტური პოზიცია ეკავა თავის სფეროში, გასული კვირაში შეწყვიტა თავისი მომხმარებლებისგან ტვირთების აღება და 30,000 თანამშრომელი დაითხოვა.
კომპანია ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტ ტერმინალს ფლობდა და დაახლოებით $11 მილიარდის ღირებულების ტვირთს აგზავნიდა სხვადასხვა სატვირთო კომპანიასთან.
კომპანიამ 20 წლის წინ დაიწყო ვალების აღება სხვა სატვირთო კომპანიების შესაძენად და ბოლოს მათი გასტუმრება ვეღარ შეძლო.