აზერბაიჯანის და სომხეთის ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარულ პოლიტიკას გადახედეს და შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 პროცენტული პუნქტით, 7.25%-მდე შეამცირა. ეს წლის დასაწყისიდან ზედიზედ მესამე შემცირებაა. განაკვეთი ყოველ ჯერზე 25 საბაზისო პუნქტით მცირდებოდა. ხოლო 2023 წელს მარეგულირებელმა განაკვეთი 5-ჯერ შეამცირა.
ბანკის პროგნოზით, 2024 წელს წლიური ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს იქნება (4% +/-2%). ამავდროულად, 2024 წელს – 3.5%-იან ინფლაციას ვარაუდობს, ხოლო 2025 წელს – 4,2%-ს.
მარეგულირებლის შეფასებით, ინფლაციის რისკები უკავშირდება გეოპოლიტიკური დაძაბულობის გახანგრძლივებას, საერთაშორისო ვაჭრობაში არსებულ პრობლემებს, კლიმატის ცვლილებას და სურსათზე ფასების ზრდის ალბათობას. რაც შეეხება შიდა რისკებს, ძირითადად დაკავშირებულია ხარჯვის გააქტიურებასთან.
სომხეთის ცენტრალური ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით, წლიურ 8,25%-მდე შეამცირა.
ბანკის საბჭომ მიიჩნია, რომ განაკვეთის შემცირება აუცილებელია საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 4%-ზე შენარჩუნებისა და ფასების სტაბილურობისთვის.
სომხეთში 2024 წლის პირველ კვარტალში ინფლაციამ კლება გააგრძელა და 1.2% შეადგინა. მარტში ფასების დონე 0.7% იყო. ცენტრალური ბანკის პროგნოზით, საგარეო სექტორიდან სომხეთის ეკონომიკაზე სუსტი დეფლაციური ეფექტია მოსალოდნელი.
რეფინანსირების განაკვეთი მარეგულირებელმა მარტშიც შეამცირა, 8.5% -დან 0.25 პროცენტული პუნქტით.