პირველად 20 წლის შემდეგ ყველაზე პოპულარული მანქანების მსოფლიო რეიტინგის ლიდერი შეიცვალა
Toyota Corolla ათწლეულების განმავლობაში ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგის სათავეში იყო.
2023 წელს მან პირველობა Tesla Model Y-ს დაუთმო, რომელიც ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდა. გასულ წელს ამ მოდელის 1,15 მილიონი ავტომობილი გაიყიდა (+50,8%). ამის შესახებ Focus2move წერს.
როგორც გამოცემა წერს, იმის მიუხედავად, რომ დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ტრადიციული მოდელები რეიტინგის სათავეში არიან, ელექტრომობილების ახალი მოდელები სწრაფად იპყრობენ გლობალურ ბაზარს.
2023 წლის მონაცემებით, გაყიდვადი ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება:
-
Tesla Model Y – 1,15 მილიონი ავტომობილი;
-
Toyota Corolla – 1,13 მილიონი;
-
Toyota RAV4 – 934 ათასი;
-
Ford F-Series – 901 ათასი;
-
Honda CR-V – 718 ათასი.
ათეულში ასევე მოხვდნენ Toyota Camry, Toyota Hilux, Chevrolet Silverado, Hyundai Tucson და Ram პიკაპები.
რაც შეეხება ტოპ 50-ში შემავალ სხვა მოდელებს, ყველაზე დიდი ზრდას ელექტრომობილები აჩვენებენ, როგორიცაა BYD Dolphin (+54.7%) და BYD Yuan Plus (+86.0%).