აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის სფეროში მოქმედმა სუბიექტებმა შესაძლოა, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ.
საგადასახადო შეღავათი იმ პირებს შეეხება, რომლებსაც შესაბამისი სტატუსი აქვთ მინიჭებული და მათი წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.
პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
ამავე პროექტით, ასევე, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში, პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე.