2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, აგვისტოს თვის დეფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კავშირგაბმულობის სფეროში ფასების კლებამ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასის შემცირება.
აგვისტოს თვის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი
და ცხიმი (1.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო
(1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი,
უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (0.1 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია
ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის
ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის
(-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2
პროცენტული პუნქტით აისახა.