ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა უკვე ერთი თვეა გრძელდება. ისინი კინოსტუდიებისგან ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ახლა მათ შეიძლება, მსახიობებიც შეუერთდნენ, რომლებსაც კინოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ მოსწონთ. თუ ეს მოხდება, ჰოლივუდის ინდუსტრია შეჩერდება.
ჰოლივუდში სცენარისტების მოთხოვნების შესრულებას არ ჩქარობენ.
ამავდროულად, კინომსახიობთა გილდიამ შესაძლო გაფიცვის შესახებ გამოაცხადა. მის კოლექტიურ კონტრაქტს სტუდიებთან ვადა 30 ივნისს ეწურება. თუ კონტრაქტის ახალ ვერსიაში გადასაღებ მოედანზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვა და მსახიობების სხვა მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, მათი თითქმის 98% გაიფიცება. ეს კი ინდუსტრიისთვის სერიოზული პრობლემა გახდება.
სცენარისტები აპროტესტებენ ხანმოკლე კონტრაქტებსა და ჰონორარის ოდენობას, რომელიც ინფლაციამ შეამცირა. ისინი შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მათ უმუშევრად დატოვებს. სცენარისტები სტუდიებისგან ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
აქციას მხარი დაუჭირეს მსახიობმა პედრო პასკალმა და ჯო ბაიდენმა.