2023 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 16%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 680 400 მანქანიდან, 136 499 ერთეული ჰიბრიდი იყო, ჰიბრიდი-აირის საწვავის ტიპის კი 5 372 ერთეული.
მთლიან ავტოპარკში ჰიბრიდული ავტომობილების წილი ბოლო ერთ წელიწადში 7,55%-დან 8,4%-მდე გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში სულ 117 974 ერთეული ჰიბრიდი მოძრაობდა, მთლიანი ავტოპარკი კი 1 563 200-ს შეადგენდა.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლიდან მოყოლებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება საქართველოში. შედარებისთვის, 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 228 100 ავტომობილი.