აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი კანცელარიაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მოგვიანებით ის შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
დღის ბოლოს ო’ბრაიენი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
გუშინ სამთავრობო არხებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების კონკრეტული პაკეტით ჩამოდის, რის საპასუხოდაც “ქართული ოცნება” სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციებს გადახედავს.
გავცელებული ინფორმაციით, ამერიკელ მაღალჩინოსანს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.