ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის მხოლოდ ერთი აქცია $115-ად შეიძინა.
გადაწყვეტილებამ ანალიტიკოსების გაკვირვება გამოიწვია. ეს პირველი შემთხვევა იყო მილიარდერისთვის, რომელიც კომპანიის აქციებს რეგულარულად ყიდის, სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად.
აქციის ფასის ზრდის წყალობით, ბეზოსმა გარიგების შედეგად $11 გამოიმუშავა.
გასული 20 წლის განმავლობაში მილიარდერს კომპანიის დაახლოებით $30 მილიარდის ღირებულების აქცია აქვს გაყიდული, მისი კოსმოსური სტარტაპის – Blue Origin-ის დასაფინანსებლად და ასევე, იახტების შესაძენად.
ბეზოსი ამჟამად ფლობს Amazon-ის 9,7%-იან წილს და ინარჩუნებს კონტროლს მისი ყოფილი მეუღლის, მაკენზი სკოტის კუთვნილ 2,9%-იან წილზე.
Amazon-ში წილი ბეზოსის ქონების უმეტეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც Forbes-ს $146,2 მილიარდად აქვს შეფასებული
Bloomberg-ის ცნობით, ბეზოსის მიერ Amazon-ის ერთი აქციის შეძენამ ექსპერტები დააბნია.
ერთ-ერთმა მათგანმა იხუმრა, რომ მილიარდერს შესაძლოა, ერთი აქცია აკლდებოდა კომპანიის საკონტროლო პაკეტის მოსაპოვებლად.
გამოითქვა კიდევ ერთი ვერსია, რომ ბეზოსმა საბროკერო აპლიკაციაში ყიდვის ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირა.
Amazon-ისა და ბეზოსის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი უკომენტაროდ დატოვეს.