ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო ხერსონის სოფლები იტბორება

ავტორი Nona
11:53, 6 ივნისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო ხერსონის სოფლები იტბორება

https://reform.by

გაზიარებაგაზიარება

კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო უკვე დაიტბორა რვა დასახლება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებენ. 

რუსების მიერ ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში ნაწილობრივ ჩამოინგრა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. შედეგად, მდინარე დნეპრში წყლის დონე იმატებს. ხერსონის ოლქში ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამჟამად წყალი კაშხლის დანგრეული ნაწილის გავლით მიედინება.

რუსეთის ფედერაციის მიერ დანიშნულმა ნოვაია კახოვკას „მერმა“ ჯერ უარყო აფეთქება, მაგრამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაშხალი უკრაინელების დაბომბვის შედეგად დაზიანდა, თუმცა გადარჩა.

მისივე თქმით, კაშხლის დანგრევის შემდეგ წყლის დონე 2,5 მეტრით გაიზარდა და ყირიმისთვის წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წყალი კრიტიკულ დონეს ხუთ საათში მიაღწევს.

Telegram/@DDGeopolitics

დატბორვის საფრთხის ქვეშ ათობით დასახლებული პუნქტია. საუბარია 80 დასახლების შესაძლო დატბორვაზე.

უკრაინის მიერ კონტროლირებად ხერსონის ოლქის იმ უბნებიდან, სადაც წყალდიდობაა, მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაწყებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე წყალდიდობის ზონებში მთლიანობაში დაახლოებით 16 ათასი ადამიანი იმყოფება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უშუალო საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამონგრევის გამო.

„სააგენტოს ექსპერტები, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან, ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას,“ – ნათქვამია სააგენტოს მოხსენებაში.

უკრაინამ მომხდარს ეკოლოგიური გენოციდი უწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ყირიმსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.

უკრაინულ ენერგოატომში აცხადებენ, რომ კახოვკის წყალსაცავში წყლის დონის სწრაფი ვარდნა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან წყალი აუცილებელია გაგრილების სისტემების მუშაობისთვის. ჯერჯერობით წყლის დონე აუზში 16,6 მეტრია, რაც გაგრილების სისტემისთვის საკმარისია, მაგრამ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.

„რუსი ტერორისტები, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, მხოლოდ უდასტურებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. და ეს გამარჯვება მოვა. ვერც წყალი, ვერც რაკეტები და ვერც სხვა ვერაფერი შეაჩერებს ტერორისტებს უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის თანახმად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსეთის 205-ე მოტორიზებულმა ბრიგადამ ააფეთქა.

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკიზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიკახოვკას ჰესიმაგატენოვაია კახოვკაწყალდიდობა

დაკავშირებული სიახლეები

ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი, სატელეფონო საუბარი
საზოგადოება

„ჩვენ ზოგადად სწორ გზაზე ვართ“- პუტინის კომენტარი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

21:23, 19 მაისი, 2025
ომი უკრაინაში
საზოგადოება

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

12:55, 14 მაისი, 2025
უკრაინა, რუსეთი, სტამბოლის მოლაპარაკებები, პუტინი, ზელენსკი
საზოგადოება

„ჯერჯერობით საიდუმლოა“: მოსკოვი არ ამბობს, შეხვდება თუ არა პუტინი სტამბოლში ზელენსკის

14:52, 13 მაისი, 2025
წიაღისეულის შეთანხმება, ზელენსკი
ეკონომიკა

უკრაინამ და აშშ-მა წიაღისეულის შეთანხმებაზე მუშაობა დაასრულეს

23:27, 14 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

20 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

3 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved