აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის(USDA) პროგნოზით, 2024/2025 წლების სეზონზე ხორბლის მსოფლიო წარმოება რეკორდულ 796,88 მილიონ ტონას მიაღწევს და წინა სეზონის მაჩვენებელს 6,34 მილიონი ტონით გადააჭარბებს.
ამასთან, ევროკავშირში მოსავლის პროგნოზი გაუარესებულია. ის 124 მილიონ ტონამდე იქნება. მაგრამ ხორბლის წარმოების პროგნოზი გაიზარდა ავსტრალიაში (30 მილიონ ტონამდე) და უკრაინაში (22,3 მილიონ ტონამდე).
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ გაიზრდება ხორბლის გლობალური მოხმარებაც და ის რეკორდული მაჩვენებელს 804,9 მლნ ტონას მიაღწევს. ეს 5,98 მლნ ტონით აღემატება წინა სეზონის მოხმარებას.
ხორბლის მსოფლიო ექსპორტის პროგნოზი ამ სეზონზე ავსტრალიის, კანადისა და უკრაინის წყალობით გაიზარდა 216,51 მილიონ ტონამდე. ევროკავშირიდან ხორბლის ექსპორტის პერსპექტივები გაუარესდა. შარშანდელ სეზონზე ხორბლის მსოფლიო ექსპორტმა 221,49 მლნ ტონა შეადგინა.
რაც შეეხება ხორბლის მსოფლიო მარაგს, ის 4,5%-ით ნაკლები იქნება შარშანდელთან შედარებით(257,22 მილიონ ტონა) და ყველაზე დაბალი 2015/2016 წლების სეზონის შემდეგ.
აშშ-ში წელს 53,93 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან(შარშან 49,31 მლნ ტონა იყო). საექსპორტო პოტენციალი 22,45 მლნ ტონა(2023-24 წელს 19,24 მლნ ტონას შეადგენდა).