თხილის გლობალურ ბაზარზე კარგი მდგომარეობა არ არის.
უდიდეს მწარმოებელ ქვეყანაში –თურქეთში, მიმდინარე სეზონზე თხილის მოსავლიანობა მოსალოდნელზე დაბალია.
ფერმერები უკმაყოფილონი არიან ფასით, რაოდენობით და ხარისხით. მოვაჭრეები და გადამამუშავებლები პროდუქტის რეალიზაციაზე უფრო მეტად, ხარისხს უჩივიან.
თურქეთში თხილის რთველი ახლა დაიწყო. მოსავლის ფასისა და ხარისხის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში უნდა გამოჩნდეს.
ექსპორტიორები სულ უფრო მეტი ოპტიმიზმით ელოდებიან ახალ სეზონს.
ისინი შედარებით დაბალ ხარისხს და ნაკლებ მოსავლიანობას პროგნოზირებენ, რაც უფრო მაღალი ფასების მოლოდინს ქმნის. ბაზრის ბევრი მონაწილე ელის, რომ კილოგრამის ფასი ამ სეზონზე დაახლოებით $3 იქნება.
თხილის ბაზარი თურქეთის მოსავალს ელოდება
ქართული თხილის ფასი თურქული პროდუქტის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან თურქეთი, როგორც ბაზრის ლიდერი, თხილის გლობალური ფასის ძირითადი განმსაზღვრელია.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ვარაუდობს, რომ წელს კილოგრამი მაღალი ხარისხის თხილი 7 ლარამდე ეღირება. შედარებით დაბალი უხარისხო თხილის ფასი კი 3,50-4 ლარამდე იქნება.
საქართველოში მოყვანილი თხილი უმეტესად დაბალხარისხიანია.
მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას იტალიური კომპანია Ferrero ახერხებს.