TBC Capital-ის პროგნოზით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს 2.60-ის, ხოლო 2024 წელს 2.70 ლარის ნიშნულზე იქნება.
TBC Capital-ის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს 2.91 ლარი, 2024 წელს კი 3.08-ის მიდამოებშია ნავარაუდები.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება მოსალოდნელი არ არის.
TBC Capital-ის 2022 წლის დეკემბრის მაკროსექტორულმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი კი შემცირდა.
ექსპერტები მიგრანტების გადინებას წელს ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ“ ნიშნულს გასცდა და ზედმეტად გამყარებულია.