შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ეკონომიკა

წელს გერმანიაში ლეგალურად საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა

ავტორი Nona
11:18, 19 მაისი, 2023
- ეკონომიკა, სიახლეები
წელს გერმანიაში ლეგალურად საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა

https://www.brexitspotlight.org/

გაზიარებაგაზიარება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით (ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით), დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებთან: ირლანდია, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, უნგრეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია და კვიპროსი.

ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება მხოლოდ ორ ქვეყანაში – გერმანიასა და ისრაელში განხორციელდა.

2023 წლის პირველ ოთხ თვეში გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა. ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ეს მონაცემი აქვს მითითებული.

ხოლო 2022 წელს გერმანიაში დასაქმდა საქართველოს 1 231 მოქალაქე.

ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ ისრაელში 2022 წლის 1-ელი ივნისიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე ლეგალურად 20 ადამიანი არის დასაქმებული. ასეთი დაბალი მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა დასაქმების მსურველების მოთხოვნილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობამ. ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას 1 წლით, მოვლის დაწესებულებებში, დამხმარე მუშაკის პოზიციაზე სთავაზობს.

წინასწარი შეთანხმებით, 2021 წელს ისრაელში საქართველოს 1 000 მოქალაქის ლეგალურად დასაქმება იყო დაგეგმილი. თუმცა, კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

გერმანიაში, სადაც დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში 1-დან 3 თვემდე, წლიური კვოტა 5 000 ადამიანისთვის არის გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ამ შეთანხმების ფარგლებში, 2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეების ნაწილს მძიმე სამუშაო პირობებისა და  დაბალი ანაზღაურების გამო პრობლემები შეექმნა. მათ გერმანელ დამსაქმებელს უჩივლეს და სასამართლოში დავა მოუგეს. სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა ნაწილმა დასაქმების სააგენტოსაც უჩივლა.

თეგები: გერმანიადასაქმებაისრაელიჯანდაცვის სამინისტრო

დაკავშირებული სიახლეები

საქსტატი – მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა
ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობა თვითდასაქმებულების ხარჯზე შემცირდა – რას აჩვენებს 2024 წლის სტატისტიკა

11:17, 15 მაისი, 2025
ფრიდრიხ მერცი, გერმანია, ბუნდესტაგი
ეკონომიკა

ევრო და გერმანული კომპანიების აქციები ეცემა მერცის ისტორიული მარცხის გამო

15:19, 6 მაისი, 2025
ტურიზმის ადმინისტრაცია, ტურისტები
ეკონომიკა

საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვი შემცირდა- სტატისტიკა

11:23, 28 აპრილი, 2025
საქართველოს მოქალაქეობა
საზოგადოება

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 მოქალაქეს მიანიჭეს – 66% რუსეთიდანაა

13:57, 25 აპრილი, 2025

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

23 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

24 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved