ირანის საინფორმაციოს საშუალებების ცნობით, ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, „უხეში დაშვება” განახორციელა. იმ დროს ვერტმფრენი ძლიერ ნისლში მთიან ზონაში მიფრინავდა.
”ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ შემთხვევის ადგილიდან, შემაშფოთებელია”, – განაცხადა მედიასთან ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა, სადაც ილჰამ ალიევს შეხვდა და ქალაქ თაბრიზის მიმართულებით მიფრინავდა.
ვეტმფრენის სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს. სახელმწიფო ტელევიზიამ ირანელებსო მოუწოდა, ილოცონ რაისისთვის.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ დელეგაციის სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთი ჩამოვარდა და ხელისუფლება დამატებით დეტალებს ელოდება.
მისი თქმით, ვერტმფრენის ადგილმდებარეობის დადგენას დრო დასჭირდება, უამინდობისა და ნისლის გამო. ის ამბობს, რომ „სხვადასხვა სამაშველო ჯგუფი“ ჯერ კიდევ ეძებს ვერტმფრენს.
“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ვეტმფრენთან მისვლა სწრაფად მოხდება”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ებრაჰიმ რაისი მკაცრ სასულიერო პირად ითვლება. 63 წლის რაისი პრეზიდენტად 2021 წელს აირჩიეს. მან, პოსტის დაკავების შემდეგ, ირანში მორალური კანონები გაამკაცრა, სისხლით ჩაახშო ანტისამთავრობო პროტესტი.
63 წლის რაისი თეირანში პროკურორის მოადგილე გახდა, როდესაც ის მხოლოდ 25 წლის იყო. ხოლო 2014 წელს დაინიშნა ირანის გენერალურ პროკურორად.
ირანის პრეზიდენტი ვეტმფრენში მის ჩამოვარდნამდე: