ციფრული ბანკი “პეისერა” მოგებაზე ვერც Q1/2025-ში გავიდა.
„პეისერამ“ პირველი კვარტალი 36 000 ლარის ზარალით დაასრულა (Q1/2024 – ₾326 000), თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი თითქმის 10-ჯერ შეუმცირება მოახერხა.
ციფრული ბანკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი 2024 წლის მოგებით დასრულებას აანონსებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა .
საფინანსო ინსტიტუტისთვის, რომელსაც საბანკო საქმიანობა ახალი დაწეყებული აქვს, ზარალი სტანდარტული მოცემულობაა, რადგან ხარჯი მეტი აქვს.
ამასთან, “პეისერას” 46 000 ლარით ჯარიმის გადახდა მოუწია. ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევისთვის ბანკი სებ-მა დააჯარიმა.
1 აპრილისთვის ციფრული ბანკი 19.7 მლნ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი.
მისი ძირითადი საქმიანობა გადარიცხვებია, რაც 20 სხვადასხვა ვალუტაში ახორციელებს.
ციფრული ბანკის საბაზრო უპირატესობა დაბალი საკომისიოა. ევროპის მიმართულებით გადარიცხვის საკომისიო 7 ევროს შეადგენს. ევროს ტრანზაქციებზე დაბალ ტარიფს “პეისერას” SEPA-ში (ევროს ერთიანი გადახდის სივრცე) ჩართულობა განაპირობებს და ამ ნიშნით ბანკი კონკურენტულ უპირატესობაშია.
ყველაზე ძვირი (15 ევროს ეკვივალენტი) ჩინური იუანის ტრანზაქციაა და მხოლოდ იურიდიული პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.
სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტები არ აქვს და მხოლოდ მიმდინარე ანგარიშებით (3.4 მლნ ლარი) არის წარმოდგენილი.