შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი: ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ ბავშვებს, ყველაფერი შეიცვლება

ავტორი Nona
15:57, 24 აპრილი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
პრემიერ-მინისტრი: ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ ბავშვებს, ყველაფერი შეიცვლება

1tv.ge

გაზიარებაგაზიარება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტების დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, მაგრამ საჭიროა მოცდა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებაზე რეკომენდაცია უნდა გასცეს.

„დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია და კონტაქტი ამ წამლის (ვოსორიდიტი) მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ მედიკამენტით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით პროგრამაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ისე წარმოაჩინეს საკითხი, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ, ყველაფერი შეიცვლება, სინამდვილეში კი, ამ მედიკამენტის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ბავშვების ჯანმრთელობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი მდგომარეობა, როცა დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

„თქვენ იცით, რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც ეს მედიკამენტი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს ამ მედიკამენტს. ანუ ჯერ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი. დიდი ბრიტანეთი არის მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ამ პროექტის დაფინანსება და შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე, მე აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს.

ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ ინსტრუქციებს და მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: აქონდროპლაზიაირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სიახლეები

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს

14:00, 29 იანვარი, 2024
Koç Holding, დავოსი, ირაკლი ღარიბაშვილი, შეხვედრა
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

10:41, 17 იანვარი, 2024
სამშენებლო ამნისტია, რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი
ეკონომიკა

მთავრობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ სახლებზე ამნისტიას ამზადებს

16:27, 20 ნოემბერი, 2023
თბილისის მეტრო, ვაგონების განახლება,
ეკონომიკა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის €475 მილიონი დაიხარჯება – რა იგეგმება

12:20, 16 ნოემბერი, 2023

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

22 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

23 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved