შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

ჩიპების ომი ჩინეთის წინააღმდეგ

ავტორი Nona
14:28, 10 მარტი, 2023
- ბიზნესი, ეკონომიკა, სიახლეები
ჩიპების ომი ჩინეთის წინააღმდეგ

https://www.solvay.com/

გაზიარებაგაზიარება

დასავლეთი ჩინეთს ტექნოლოგიურ ომს უცხადებს

ამერიკა-ჩინეთის „ჩიპების ომს“ ჰოლანდიური ASML Holdings უერთდება, რომელიც მეხსიერების ბარათების უდიდესი მწარმოებელია ევროპაში. ამავე დროს, ASML Holdings ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია ჩინეთში მეხსიერების ბარათების მწარმოებლებისთვის. ნიდერლანდების ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ ნახევარგამტარების ექსპორტზე შეზღუდვების შემოღება ეროვნული უსაფრთხოების დაცვით არის ნაკარნახევი. საექსპორტო შეზღუდვების დეტალები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გაირკვევა.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონს სურს, შეზღუდოს ჩინეთის ტექნოლოგიური ინდუსტრია. აშშ-დან უკვე შეიზღუდა ზოგიერთი სახის ნახევარგამტარის გაყიდვა პეკინში. კერძოდ, შარშან, ოქტომბერში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანიებს თანამედროვე მეხსიერების ბარათებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო მოწყობილობების აშშ-ში ლიცენზიის გარეშე შეძენა აუკრძალა. იმისათვის, რომ ეს ზომები ეფექტიანი იყოს, ვაშინგტონს სხვა დიდი მიმწოდებლების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ ცდილობს ერთობლივ შეტევაში ნიდერლანდელი და იაპონელი მწარმოებლები ჩართოს.

გაირკვა, რომ ტოკიო ჩიპების ექსპორტის ახალი რეგულაციების შესახებ სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ჩინეთის წინააღმდეგ ანალოგიურ შეზღუდვებს სხვა ქვეყნებიც მიმართავენ. მათ შორის დიდი ბრიტანეთი და გერმანია. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ საავტომობილო ჩიპების მწარმოებელს – Elmos Semiconductor-ს ქარხნის ჩინური Silex-ისთვის მიყიდვა აუკრძალა

დასავლეთის შეტევა ეწინააღმდეგება პეკინის მიზანს, გახდეს გლობალური ლიდერი ხელოვნური ინტელექტისა და 5G ტექნოლოგიის სფეროში. არადა, მას ჩიპები სჭირდება ყველა ინდუსტრიისთვის, სმარტფონებით  დაწყებული, თვითმართვადი ავტომობილებითა და იარაღის წარმოებით დამთავრებული.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება შეზღუდვების შემოღებას. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების მეთაურობით, ჩინეთის „დათრგუნვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. მან ჩინურ კომპანიებს მზარდი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

თეგები: 5GASML HoldingsElmos Semiconductorმეხსიერების ბარათებისი ძინპინიჯო ბაიდენი

დაკავშირებული სიახლეები

აშშ-ჩინეთი, სავაჭრო შეთანხმება
ეკონომიკა

შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

10:58, 11 ივნისი, 2025
აშშ-ჩინეთი, სავაჭრო მოლაპარაკებები, ტარიფები
ეკონომიკა

აშშ-ჩინეთს შორის სატარიფო მოლაპარაკებები დასრულდა

22:48, 11 მაისი, 2025
სი ძინპინი, დონალდ ტრამპი
ეკონომიკა

სი ძინპინი მოუწოდებს ევროკავშირს, გაერთიანდნენ ტრამპის წინააღმდეგ სატარიფო ომში

12:04, 11 აპრილი, 2025
სი ძინპინი, პუტინი
საზოგადოება

სი ძინპინი მოსკოვში ჩავა

11:12, 10 თებერვალი, 2025

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

5 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

7 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved