ჩინური ელექტრომობილების რაოდენობამ ევროპის ავტობაზარზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ივნისში, ჩინურმა ბრენდებმა ევროპული ელექტრომობილების ბაზრის 11% დაიკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
კვლევითი კომპანია Dataforce-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროპის ბაზარზე ახალი რეგისტრაციების რაოდენობით ჩინური SAIC Motor Corp. ლიდერობს.
მთლიანობაში, ივნისში ევროპაში 23000-ზე მეტი ჩინური ელექტრომობილი დაარეგისტრირეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩინელი ავტომწარმოებლები ჩქარობენ გაზარდონ ელექტრომობილების წარმოება ევროპაში, რათა თავიდან აიცილონ ახალი ტარიფები, რადგან პეკინსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობა უკვე სავაჭრო ომში გადადის.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა, ჩინური ბრენდების ექსპანსიის შესაჩერებლად, ივლისიდან მათ იმპორტზე დამატებითი ტარიფები შემოიღო, რაც დამატებით 38%-იან გადასახადს აწესებს ჩინურ ელექტრომობილებზე.