ჩინეთის სახალხო ბანკმა შეამცირა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას.
ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2%-დან 1.9%-მდე დაწია, რაც პირველი კორექტირებაა გასული წლის აგვისტოს შემდეგ.
ამ მაჩვენებლის შემცირებით, ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს შიდა ბაზარზე ფულის მიწოდების გაზრდას და სხვადასხვა სექტორში დანახარჯების სტიმულირებას.
ცვლილება გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების შემდგომ შემცირებას ერთწლიან კრედიტებზე და სხვა კატეგორიის სესხებზე.
ამასთანავე, შემცირდება ცენტრალური ბანკის მიერ კომერციული კრედიტორებისგან მიღებულ სესხებზე მოკლევადიანი პროცენტიც.
ჩინეთმა ახლახან გამოაქვეყნა ეკონომიკური მონაცემები, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელება აჩვენა.
მაისში ჩინეთში სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. ხოლო წარმოების აქტივობა ზედიზედ მეორე თვეა მცირდება.
ეკონომიკური ზრდისა და ხარჯვის სტიმულირების მიზნით, ჩინეთის ექვსმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა პროცენტი შეამცირა დეპოზიტებზე. ეს მითითება მათ ცენტრალური ბანკისგან მიიღეს.