ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქრო მაისში აღარ იყიდა, რაც ძვირფასი ლითონის რეკორდულმა გაძვირებამ განაპირობა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
7 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინეთის სახალხო ბანკის ოქროს რეზერვების მოცულობა მაისში უცვლელი დარჩა და 72,80 მილიონი უნცია შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ გადაწყვიტა არ გაზარდოს რეზერვები.
მაისში უნცია ოქროს ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს $2,450-ს მიაღწია.
ოქროს მსოფლიო შესყიდვები პირველ კვარტალში რეკორდულ დონეზე იყო. ყველაზე დიდი მყიდველი ჩინეთი იყო.
ოქროს ფასი გაიზარდა ოპტიმიზმის გამო, რომ ფედერალური რეზერვი წელს დაიწყებს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას