ჩინეთის სახალხო ბანკმა (ცენტრალური ბანკი) ხუთწლიანი სესხის ძირითადი განაკვეთი 25-პუნქტით, 4,20%-დან 3,95%-მდე შეამცირა. ეს არის პირველი შემცირება წინა წლის აგვისტოს შემდეგ.
აღნიშნული განაკვეთი გავლენას ახდენს იპოთეკური სესხის პროცენტზე.
ცენტრალური ბანკი ამგვარად ცდილობს, დაეხმაროს იპოთეკური კრედიტის მილიონობით მფლობელს, რომლებიც ცუდ სიტუაციაში არიან, ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში კრიზისის გამო.
რაც შეეხება ერთწლიანი სესხების საბაზისო განაკვეთს, ცენტრალურმა ბანკმა ის 3,45%-ის დონეზე დატოვა, რაც ბანკის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღნიშნული განაკვეთი განსაზღვრავს პროცენტს სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების უმეტესობაზე. მისი უცვლელად დატოვება უკავშირდება, ქვეყანაში ეკონომიკის შენელებით და დეფლაციით გამოწვეულ მზარდ შეშფოთებას.