გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ორშაბათს Bloomberg-თან განაცხადა, რომ გერმანია ღარიბდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება.
„ჩვენ აღარ ვართ კონკურენტუნარიანი, ჩამოვრჩით”,– განაცხადა ლინდნერმა.
ეკონომისტების პროგნოზით, გერმანიის სამრეწველო წარმოების მაჩვენებელი, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამოქვეყნებული პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა წელს, მხოლოდ 0.3%-ით გაიზრდება, რაც ჩამორჩება ევროზონისთვის პროგნოზირებულ მშპ-ს 0.6%-იან ზრდას.
გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს მშპ 0.3%-ით შემცირდა. ფასები კვლავ მაღალია, რაც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები კი ამცირებს საშინაო და საგარეო მოთხოვნას.
გერმანიის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 66-67%-მდე გაიზარდა და გადააჭარბა ევროკავშირის მაჩვენებელს(სახელმწიფო ვალის მპს-თან თანაფარდობა) – 60%-ს.