შაქარი იმ საკვებ პროდუქტებს შორისაა, რომლის ფასმა ევროკაშირის ქვეყნებში ყველაზე მეტად მოიმატა.
ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მისი ფასი 2021 წლის აგვისტოდან იზრდება და მაქსიმალურ ნიშნულს 2023 წლის თებერვალ- მარტში მიაღწია. ევროკავშირში შაქრის ფასი ამ ორ თვეში საშუალოდ 61%-ით მაღალი იყო, ვიდრე გასული წლის იმავე თვეებში.
სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ 2023 წლის მარტში შაქრის ფასების წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში(98%), ესტონეთში (97%), პოლონეთში (82%), გერმანიაში (72%) და ლატვიაში (70%),
მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა უნგრეთში (17%), რასაც მოჰყვა ლუქსემბურგი (19%), ბელგია (35%), ბულგარეთი (36%) და ირლანდია (37%).