ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევა ხვალ გაიმართება – რა დაჯდება კორონაცია

ავტორი Nato
17:18, 5 მაისი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევა ხვალ გაიმართება – რა დაჯდება კორონაცია

bbc.com

გაზიარებაგაზიარება

დიდი ბრიტანეთის მონარქის – ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევა ხვალ, 6 მაისს ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

ჩარლზ III-ის მეუღლეს, კამილას, მასთან ერთად აკურთხებენ დედოფალ-კონსორტად (დედოფალ-მეუღლედ).

ბუკინგემის სასახლემ შაბათ-კვირას გამოაცხადა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის კონცერტი უინძორში კვირას, 7 მაისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კეტი პერი, Take That და ლაიონელ რიჩი. შაბათ-კვირას პაბები, კლუბები და ბარები მთელ ინგლისსა და უელსში შეძლებენ, დამატებით კიდევ ორი საათის განმავლობაში მუშაობას.

კორონაციის ოფიციალური ლოგო/bbc.com

კორონაცია სახელმწიფო დღესასწაულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა აკონტროლებს სტუმრების სიას. მოსაწვევები 2000 ადამიანს გაეგზავნა.

სამეფო ოჯახის გარდა, მოწვეულები იქნებიან პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფოს მეთაურები და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.

ცერემონიას დაესწრებიან პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

პრინცმა ჰარიმ დაადასტურა, რომ ის დაესწრება ცერემონიას, მაგრამ მისი მეუღლე მეგანი – არა. კორონაცია ემთხვევა წყვილის ვაჟის – პრინც არჩის მეოთხე დაბადების დღეს. მეგანი დარჩება აშშ-ში შვილებთან ერთად.

bbc.com

ჩარლზის კორონაცია უფრო ხანმოკლე იქნება, ვიდრე მისი დედის, დედოფალი ელისაბედ II-ის კურთხევა იყო, რომელიც შვიდი ათეული წლის წინ გაიმართა. მაშინ ცერემონია, რომელიც პირველი სამეფო ღონისძიება იყო, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

ამჯერად, 2-საათიანი ცერემონიაა დაგეგმილი.

რა ხდება კორონაციის დროს?

ცერემონიას კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი გაუძღვება. მსახურების ძირითადი ელემენტებია მეფედ აღიარება, ფიცის დადება და გვირგვინის დადგმა, რასაც მოჰყვება აღსაყდრება და მონარქისთვის პატივის მიგება. კორონაციის ფიცის დადების შემდეგ მთავარეპისკოპოსი წმინდა ზეთს სცხებს მონარქს.

ეს მომენტი ღვთისმსახურების ყველაზე წმინდა ნაწილად ითვლება.

ამის შემდეგ მონარქი წმინდა კორონაციის სამოსით შეიმოსება და გადაეცემა მონარქის სიმბოლოები: კორონაციის ბეჭედი და კვერთხები. ცერემონიის დასასრულს, სანამ ის ტახტზე აბრძანდება, მონარქს წმინდა ედუარდის გვირგვინს დაადგამენ.

ტრადიციის მიხედვით, გვირგვინის დადგმის შემდეგ მონარქს უნდა ეახლონ და თაყვანი სცენ დიდგვაროვნებმა. ამჯერად, ფიქრობენ, რომ მეფის წინაშე მხოლოდ პრინცი უილიამი დაიჩოქებს.

ჩარლზ III-ს დაადგამენ ჩარლზ II-ისთვის გაკეთებული წმინდა ედუარდის გვირგვინის ასლს, რომელიც მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული და მორთულია 444 ძვირფასი ქვით, მათ შორის ლალით, ამეთვისტოთი, საფირონებითა და სხვა ძვირფასი ქვებით. გვირგვინში მოთავსებულია მეწამული ხავერდის ქუდი.

წმინდა ედუარდის გვირგვინი/Reuters

ცერემონიის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ მეფე ჩარლზი და კამილა გაემგზავრებიან წმინდა ედუარდის სამლოცველოში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

რას ჩაიცვამს მეფე ჩარლზი ცერემონიაზე?

ბუკინგემის სასახლის ცნობით, მეფე გამოიყენებს რამდენიმე ისტორიულ სამოსს, რომლებიც წინა მონარქებს ეცვათ კორონაციების დროს. მას ეცმევა კორონაციის ჟილეტი, რომელიც შედგება სუპერტუნუკისგან და საიმპერატორო მანტიისგან, რომელსაც მონარქები კორონაციის დროს ატარებენ.

მონარქის სუპერტუნიკა და მანტია/Reuters

მისი უდიდებულესობა ასევე გამოიყენებს კორონაციის ხმლის სარტყელსა და კორონაციის ხელთათმანს, რომელსაც ატარებდა მისი ბაბუა, მეფე ჯორჯ VI. 

იქნება მსვლელობა?

ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში ორი მსვლელობა გაიმართება. ერთი, როცა მეფე გვირგვინის დასადგმელად გაემგზავრება, ხოლო მეორე, უფრო დიდი აღლუმი, წირვის შემდეგ გაიმართება, როცა მეფე-დედოფალი უკან, ბუკინგემის სასახლეში, დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ, მონარქი და სამეფო ოჯახის წევრები აივანზე გამოდიან და 60 თვითმფრინავის ფრენას უყურებენ, რომელიც 6 წუთს გრძელდება..

რა დაჯდება კორონაცია?

რამდენი დაიხარჯება კორონაციის ცერემონიაზე, უცნობია. ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

ბევრ ბრიტანელს აინტერესებს, რამდენს დახარჯავენ სახელმწიფო ღონისძიებაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის დროს. ბრიტანელების ნაწილს არ მოსწონს გრანდიოზულ კორონაციაზე ფულის დახარჯვა.

„ცერემონია დაფინანსდება სუვერენული გრანტით ან სამთავრობო თანხებით“, – განაცხადა ბუკინგემის სასახლის სპიკერმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისეთი დიდი სახელმწიფო ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად, დედოფლის დაკრძალვა, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი ჩატარებისთვის იხარჯება. „ასეთი ღონისძიებები იწვევენ უზარმაზარ გლობალურ ინტერესს, რაც ხელს უწყობს ეროვნულ ეკონომიკას. კორონაციის შედეგად დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რამდენიმე მილიარდით გაიზრდება“, – აღნიშნა ბუკინგემის სასახლის სპიკერმა.

თეგები: კორონაციამეგან მარკლიმეფედ კურთხევაპრინცი უილიამიპრინცი ჰარიქეით მიდლტონიჩარლზ III

დაკავშირებული სიახლეები

სამხრეთ აფრიკა ითხოვს ბრილიანტს, რომელიც ბრიტანეთის სამეფო სკიპტრაშია ჩასმული
საზოგადოება

სამხრეთ აფრიკა ითხოვს ბრილიანტს, რომელიც ბრიტანეთის სამეფო სკიპტრაშია ჩასმული

12:00, 7 მაისი, 2023

ბოლო სიახლეები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13 წუთი-ის წინ
ბიზნეს სექტორი, საშუალო ხელფასი,

I კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის კლება დაფიქსირდა: საქსტატი

35 წუთი-ის წინ
JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

1 საათის-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved