შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს (ს/კ: 404434028) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება 2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორად სებ-მა როინ ცაციაშვილი დანიშნა. მას ორგანიზაციამ განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს შემდეგი დოლუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
- უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
სებ-ის განმარტებით, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.