აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას $275 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. ეს 70-ე ტრანში იქნება.
სამხედრო დახმარება ითვალისწინებს იარაღის გამოყოფას აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან. მათ შორის იქნება HIMARS სისტემები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 60 მმ და 81 მმ ნაღმმტყორცნები, დრონები, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს მცირე ზომის იარაღს და საბრძოლო მასალას, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის აღჭურვილობას.