ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. საკუთარ ტვიტერზე ის წერს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. „უცხოური გავლენის” კანონპროექტის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენაესობის და ადამიანური ღირებულებების მიმართ ერთგულება ევროკავშირის პროექტის საკვანძო საკითხებს წარმოადგენს”,- წერს მიშელი.