შაბათი, მაისი 17, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება კვლევები

ყოველი მესამე ახალგაზრდა დეპრესიით – რა აჩვენა Unicef-ის კვლევამ

ავტორი Nona
10:40, 12 აპრილი, 2023
- კვლევები, საზოგადოება, სიახლეები
ყოველი მესამე ახალგაზრდა დეპრესიით – რა აჩვენა Unicef-ის კვლევამ

https://www.chronicle.com

გაზიარებაგაზიარება

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოკითხა 18-24 წლის ახალგაზრდები საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს დეპრესიის ნიშნები აწუხებს, ხოლო სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.

ქუთაისის, ბათუმის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდისა და სოხუმის უნივერსიტეტების სტუდენტების 72% ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ინფორმაციის ნაკლებობა

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული სტუდენტების 97%-ს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია.

სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თუ მიხვდება, რომ სჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება, არავის მიმართავს დახმარებისთვის და ეცდება პრობლემა თავად მოაგვაროს (44%).

რა უშლის ხელს მკურნალობაში ახალგაზრდებს 

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებაში ახალგაზრდებს ხელს ინფორმაციის ნაკლებობა უშლის. ასევე, პრობლემაა სპეციალისტთან ვიზიტისა და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალურობა.

სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში სტუდენტების უმრავლესობა ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტიდან გეგმავს სხვადასხვა ვებგვერდის, Youtube არხების, ინფლუენსერების ბლოგების, სოციალური ქსელებისა და საძიებო სისტემების დახმარებით. თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, რადგან ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სამედიცინო წყაროებს ეყრდნობოდეს.

სერვისების დეფიციტი

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი საჭირო სერვისები. მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და სარეაბილიტაციო პროგრამები.  ასევე, ფსიქიკური აშლილობებისა თუ ადიქციის მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდების გარემოსთან რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამები. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სუიციდის პრევენციის პროგრამის შექმნა, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სოციალური მუშაკების მომსახურებისა და მობილური ჯგუფების მეტად განვითარება.

რას უჩივიან ახალგაზრდები ყველაზე ხშირად 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც –პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.

რა უნდა გაკეთდეს

კვლევაზე დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების მიღების ბარიერების შესამცირებლად აუცილებელია საზოგადოებაში და მათ შორის, ახალგაზრდებში გაიზარდოს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.

თეგები: Unicef-ის კვლევასტუდენტების გამოკითხვაფსიქიკური ჯანმრთელობა

დაკავშირებული სიახლეები

No Content Available

ბოლო სიახლეები

ელექტროენერგია, ელექტროენერგიის იმპორტი

I კვარტალში რუსეთიდან იმპორტირებული 595 გიგავატი ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთმა მოიხმარა: Galt & Taggart

21 საათის-ის წინ
სანქციები, რუსეთი, ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს

22 საათის-ის წინ
ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

1 დღის-ის წინ
სატელევიზიო რეკლამა, ტელეიმედი, რუსთავი 2, ტვ პირველი,

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 14,8 მილიონ ლარამდე გაიზარდა – 41% “იმედმა” მიიღო

1 დღის-ის წინ
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved