მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის შემოწმების მიზნით 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგად, 4 ნიმუშში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები:
- შპს ბა. გი, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი – 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%);
- შპს სუელი, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი – 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%);
- ი/მ – მის: წალკა, სოფ. საყდრიონი – ყველი იმერული (დამზადების თარიღი – 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%);
- ი/მ – მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა – ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი – 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).