TBC Capital- ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო პირველ ადგილზეა. მთლიანი გაყიდვების 20% დედაქალაქის ამ უბანზე მოდის.
მეორეზე დიდი დიღომია 18%-ით.
დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ხოლო საბურთალოსა და გლდანში შესამჩნევი კლება დაფიქსირდა.
გაყიდული ბინების რაოდენობა (წ/წ ცვლილება), ახალი vs ძველი,
ოქტომბერი 2023
რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.
იმავე პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე კვლავ აჭარბებს $2,000-ს.
საშუალო ფასი (წ/წ ცვლილება), ახალი vs ძველი, ოქტომბერი 2023
ძველი ბინების შემთხვევაში ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%) გამოირჩეოდა.