საქსტატის 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელფასები ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში გაიზარდა.
აღნიშნულ სექტორში დაქირავებით დასაქმებულების ანაზღაურების 31%-იანი ზრდა ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასი 3 037 ლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე, ხელფასების ზრდით, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორია, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ანაზღაურებამ 18.6%- ით მოიმატა.
ეს სექტორი ლიდერობის ანაზღაურების ოდენობით და საშუალო ხელფასი 4 073.1 ლარს შეადგენს.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – გაიზარდა 17.3%-ით და 2 615.6 ლარი შეადგინა;
14.4%-ით (199.2 ლარით) გაიზარდა არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი და 1 579.5 ლარი შეადგინა.
ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორშია. ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ერთ წელიწადში 13%-ით გაიზარდა და 1039 ლარია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.