ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერმა კომპანია Nvidia-მ ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა.
სამშაბათს Nvidia-ს აქციების ფასი 9,5%-ით დაეცა და კომპანიამ $278,9 მილიარდი დაკარგა, რაც ყველაზე დიდი დღიური ზარალია, რომელიც ოდესმე ამერიკული კომპანიას განუცდია.
აქციების ფასის ვარდნა ხელოვნური ინტელექტით(AI) და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლებით გამოწვეულ შეშფოთებას უკავშირდება. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან ეკონომიკური მაჩვენებლებით და პოტენციური რეცესიის სიგნალებით.
ჩიპების სხვა მწარმოებლებმა, როგორიცაა Intel, AMD და Qualcomm, ასევე განიცადეს აქციების მნიშვნელოვანი ვარდნა.
Nvidia-მ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ორი დიდი დარტყმა განიცადა.
პირველ შემთხვევაში, ინვესტორებმა კომპანია იმის გამო დასაჯეს, რომ მისი მოგების მაჩვენებელი საკმარისად მაღალი არ აღმოჩნდა. მეორე კი უკავშირდება აშშ-ში რეცესიის ნიშნებს და AI-ის მატერიალიზების საკითხს. კერძოდ, ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, მიიღებენ თუ არა Nvidia-ს მომხმარებელთა სიაში შემავალი ტექნიკური გიგანტები სარგებელს იმ ასობით მილიარდის სანაცვლოდ, რაც მათ AI-ზე დახარჯეს.