ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კომპანია ბენე ექსკლუზივის ტაქსები მომსახურება.
კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა.
ბენე ექსკლუზივი აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ახალი ჰიბრიდულ ავტომობილებით 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება.
კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ფიქსირებულ ტარიფებსა და მგზავრობის დაზღვევას სთავაზობენ.
ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში შეეძლებათ, ხოლო სხვა მიმართულებით ფასი კილომეტრაჟის მიხედვით დაითვლება. ქუთაისი თბილისის მგზავრობის ღირებულება 450 ლარს შეადგენს.
იმოქმედებს როგორც ონლაინჯავშნები, ასევე ტაქსის ადგილზე მომსახურებაც. მგზავრებს მომსახურების მიღება აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზშივე შეეძლებათ. თანხის გადახდაც ადგილზე ან ელექტრონულად მოხდება.
ბენე ექსკლუზივის აღმასრულებელი დირექტორის – გიორგი გორგაძის თქმით, ავტომობილში არის GPS-ის მოწყობილობა, რაც დისპეტჩერებს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინრეჟიმში თვალი მიადევნონ ყველა მძღოლის გადაადგილებას: სად არის ავტომობილი დროის კონკრეტულ მომენტში და რა სიჩქარით მოძრაობს ის.
ბენე ექსკლუზივს ავტოპარკში 15 ავტომობილი ჰყავს, მათ შორის არის ორი მინივენიც. კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც ოპერირებს.