ავტოსადგომზე 1 საათით დგომის საფასური მსუბუქი ავტომობილისთვის 2 ლარია; 5-დან 24 საათამდე – 10 ლარი; ავტობუსი/მიკროავტობუსისთვის 0-24 საათამდე – 15 ლარი;
24 საათის შემდეგ, ყოველ ჯერზე, ერთჯერადად გადასახდელი დგომის საფასური 15 ლარს შეადგენს.
ასევე მოქმედებს ჯარიმები ავტოსადგომის ბილეთის დაკარგვის (20 ლარი) და არასწორი დგომისთვის. მსუბუქი ავტომობილებისთვის არასწორი პარკირება 1 საათი – 5 ლარი;
5-დან 24 საათამდე – 20 ლარი. ავტობუსის არასწორად პარკირება – 1 საათი – 6 ლარი, 5-დან 24 საათამდე – 30 ლარი.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს იგეგმება ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.