თბილისში ქირის ფასი იკლებს.
მიგრაციულმა ტალღებმა დედაქალაქში უძრავი ქონების ქირის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია, მაგრამ 2023 წლის მარტიდან ფასებმა შემცირება დაიწყო და ოქტომბრის მონაცემებით, 5.7%-ით დაიკლო.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობა მარტში 11.9% -ს აღწევდა, ოქტომბრისთვის კი 11.0%-ს შეადგენს.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ქირების კლება ახლო მომავალში გაგრძელდება.
შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობა მაინც მიმზიდველია საინვესტიციო ალტერნატივებთან შედარებით.
ქირის შემოსავლიანობა მაღალია თბილისსა და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს, ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მიგრანტების წილი დაახლოებით 26%-ია.