ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიული მაქსიმუმს – $5.13 მილიარდს მიაღწია. რეზერვების ეს ოდენობა 2023 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის ($29 მილიარდი) 18%-ს შეადგენს.
ეროვნულმა ბანკმა აპრილში სავალუტო რეზერვების მოცულობა $100 მილიონით გაიზარდა. მარტში ვალუტის შესყიდვა რეკორდული იყო – $220 მილიონი.
წლიური ზრდა კი $1,3 მილიარდს შეადგენს.
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევრიდან იზრდება, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებას უკავშირდება. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს.
ვალუტის რეზერვს ქვეყანა ინახავს, რათა ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში გამოიყენოს კურსის დასტაბილურების და ქვეყნის გადახდისუნარიანობის შენარჩუნებისთვის.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და ბანკების დეპოზიტებზე.
სავალუტო რეზერვების დინამიკა წლების მიხედვით:
- $3,050 მილიარდი – 30.04,2018
- $3,621 მილიარდი – 30.04.2019
- $3,476 მილიარდი – 30.04.2020
- $4.136 მილიარდი – 30.04.2021
- $3.826 მილიარდი – 30.04.2022
- $5.133 მილიარდი – 30.04.2023