“ქართუს” მოგება შეუმცირდა. 2025 წლის პირველ თვეში ბანკს 1 615 031 ლარის მოგება დაუფიქსირდა. წინა წლის იანვართან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია (01/2024 -3,3 მლნ. ლარი; -51%Y.Y).
განსხვავებული ტენდენციაა სავალუტო სესხების მიმართულებით. ბანკის სესხების პორტფელი იანვარში გაზარდა. 2025 წლის 1 თებერვლისთვის “ქართუს” უცხოურ ვალუტაში, 667 მლნ ლარის ეკვივალენტის სესხი აქვს გაცემული. შარშან იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი 506 მლნ ლარს შეადგენდა.
სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 59.8%-ია, რაც წლიურად 6%პ-ით გაზრდილი. შარშან ანალოგიური პერიოდისთვის სავალუტო სესხების წილი 53.6% იყო.
ბანკში გაზრდილია დეპოზიტების დოლარიზაციაც, თუმცა უმნიშვნელოდ. 01/2025-თვის აღნიშნული მაჩვენებელი 83.5%-ია (01/2024 – 83%).