საქართველოდან ცოცხალი თხების და ცხვრების ექსპორტი 4-წლიან მინიმუმზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან $571.95 ათასის ღირებულების წვრილფეხა ცხოველი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68.3%-ით ნაკლებია.
2023 წლია იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან $1.804 მლნ-ს ღირებულების ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა. 2022 წელს ექსპორტმა $1.743 მლნ შეადგინა, 2021 წელს კი – $2.458 მლნ, 2020 წელს კი მხოლოდ $156 ათასი.
გარდა რაოდენობის კლებისა, შემცირდა ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალიც.
2024 წლის ორ თვეში ცხვრები და თხები მხოლოდ ყატარში გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში იყვნენ – საუდის არაბეთი $1.047 მლნ-ის ექსპორტით; აზერბაიჯანი – $377.68 ათასით; ერაყი – $321.29 ათასით; ირანი – $33.35 ათასით და არაბთა გაერთიანებული საამიროები $26 ათასით.