ჩინეთი გახდა ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორი. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და $15.777 მლნ შეადგინა, მაშინ, როცა წინა წელს მხოლოდ $2.379 მლნ-ს გავიდა.
ჯამში 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან $20.064 მლნ-ის სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 185.8%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის სუნელები საქართველოს არცერთ წელს გაუტანია. 2009 წელს (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ამ პერიოდიდან არის ხელმისაწვდომი) ქვეყნიდან $1.115 მლნ-ს სანელებლები გავიდა, 2023 წლის იანვარ-მაისში კი $7.018 მლნ-ს ღირებულების.
ქართული სანელებლების მთავარი იმპორტიორი წლების განმავლობაში თუ რუსეთი იყო, წელს ეს მოცემულობა შეიცვალა და მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქართული სუნელების საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეული ასე გამოიყურება:
- ჩინეთი -$15.777 მლნ. (2023 წ. $2.379), წილი მთლიან ექსპორტში – 78.6%;
- რუსეთი- $2.950 მლნ.(2023წ. $3.317 მლნ), წილი-14.7%;
- უკრაინა- $497.76 ათასი(2023 წ. $600.24 ათასი)