კომერციულ ბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშებზე თანხები შემცირებულია.
ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკით, აგვისტოში კომპანიების ანგარიშები 200 მლნ-ით არის შემცირებული, 10.668 მლრდ ლარამდე. 50 მლნ-მდე კლება ფიქსირდება ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშებზე.
მთლიანად დეპოზიტები (მიმდ ანგარიშები, ვადიანი და მოთხოვნამდე დეპოზიტები) კი გაზრდილია, ვადიანი ანაბრების მატების ხარჯზე და 51 მლრდ ლარს აჭარბებს (მთავრობის დეპოზიტების გარეშე*).
აქედან, 01.09.2024-ის მდგომარეობით, კომპანიებს სადეპოზიტო ანგარიშებზე 21.5 მლრდ ლარი აქვთ განთავსებული, ფიზიკური პირების დეპოზიტების პორტფელი კი 29.5 მლრდ ლარს შეადგენს, რომლის 64% სავალუტო ანგარიშებია.
იურიდიული და ფიზიკური პირების ლარის სავალუტო დეპოზიტები:
ლარის | სავალუტო | მლრდ ₾ | |
იურიდ.პირების დეპოზიტები | 13.5 | 7.996 | |
მ.შ. რეზიდენტების | 12.8 | 6.820 | |
მ.შ. არარეზიდენტების | 0.685 | 1.176 | |
ფიზ.პირების დეპოზიტები | 10.733 | 18.78 | |
მ.შ.რეზიდენტების | 9.145 | 11.95 | |
მ.შ. არარეზიდენტების | 1.588 | 6.827 | |
სულ | 24.3 | 26.8 |
წყარო: სებ-ი
*მთავრობის დეპოზიტები 5.08 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ძირითადად ლარის ანგარიშებზეა განთავსებული, სავალუტო ანგარიშზე კი სულ 60 მლნ ლარის ეკვივალენტია.