2024 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 88.4 მლრდ ლარს შეადგენს. ბანკების აქტივები ერთ წელიწადში 22%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის აგვისტოს ბოლოს მათი მოცულობა 72,145 მილიადი იყო.
სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7%-ია.
2024 წლის აგვისტოს ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით*.
* 50 %- ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.