ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას ყველაზე მეტი თანხა საყიდლებზე დახარჯეს.
საქსტატის მონაცემებით, საყიდლებზე გაწეული მთლიანი ხარჯი ამ პერიოდში 176.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც საერთო დანახარჯების 339,1%-ია. საშუალოდ თითოეულ ვიზიტისას გაწეული ხარჯი 339.1 ლარი იყო.
მეორე ადგილზეა საკვებსა და სასმელზე გაწეული ხარჯი- 121 მილიონი, რაც წინა წელთან შედარებით, 26,6%-ით არის გაზრდილი.
რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტისას გაწეული ხარჯების განაწილება:
2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ
ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და 873.1
ლარი შეადგინა.