ქართველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა, რომელიც სამედიცინო საქმიანობას შეერთებულ შტატებში ეწევა, მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფრენის უნარის მქონე დრონი შექმნა. მის მიერ შექმნილ დრონს 2 საათზე დიდხანს შეუძლია ფრენა. ამის შესახებ ქართველი ექიმი საკუთარ Facebook გვერდზე წერს და დრონის ფოტოსაც აქვეყნებს.
„დრონი (ელექტრული, ბენზინზე არა), რომელიც საათზე დიდხანს შეუძლია ფრენა, ბაზარზე არ იყო. საჭიროება იყო, ჰოდა, ამ ოპტიმიზაციაში შემომერეკორდა ორ საათზე მეტი“, – წერს დავით მრელაშვილი.
ჩანაწერი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იხილეთ ბმულზე.