ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი საზოგადოება

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, ხელისუფლება – არა“: დებატები ევროპარლამენტში

ავტორი Nona
11:33, 15 მარტი, 2023
- საზოგადოება, სიახლეები
„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, ხელისუფლება – არა“:  დებატები ევროპარლამენტში

Jem-news

გაზიარებაგაზიარება

„დროა, ქართველებისგან მაგალითი ავიღოთ”, „ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში”, „ტაშს ვუკრავ საქართველოში დემონსტრანტების მიერ გამოჩენილ სიმამაცეს”,- ასე შეაფასეს 14 მარტს, ევროპარლამენტში „აგენტების შესახებ” კანონის წინააღმდეგ თბილისში გამოხატული პროტესტი.

ევროპარლამენტში 14 მარტს გამართული დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა. დებატებში მონაწილე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ქართველი ხალხის პროტესტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ ევროკავშირში უნდათ. 

„გხედავთ და თქვენ გვერდით ვართ!” – ასე მიმართა უნგრელმა დეპუტატმა კატალინა ჩემ „პროევროპულ ძალებს საქართველოში”.

„ტაშს ვუკრავ საქართველოში დემონსტრანტების მიერ გამოჩენილ სიმამაცეს” – აღნიშნა გამოსვლისას ლატვიელმა დეპუტატმა სანდრა კალნიეტემ, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიას” წარმოადგენს.

კატალინა ჩემ გაიხსენა ქართველი დემონსტრანტი, რომელიც თბილისში ევროკავშირის დროშას აფრიალებდა წყლის ჭავლის პირისპირ. „ეს ძალიან ძლიერი სიმბოლოა, რომელიც აჩვენებს, რამდენს ნიშნავს ევროპული პროექტი” ქართველი ხალხისთვის.

„დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის.ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს”,-განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა. 

ქართველი ხალხის მიმართ გამოთქმული საქებარი სიტყვების პარალელურად დეპუტატები საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს. მათ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ქვეყანა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„მინდა ერთი რამ შევახსენო საქართველოს მთავრობას, აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ. თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცე. თქვენ გინდათ რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვას გვესვრით.

ასე რომ, თუ გინდათ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ არა მგონია, რომ შევთანხმდეთ.

აირჩიეთ ვის მხარეს ხართ, ან ჩვენ არჩევანი აღარ ვიქნებით”, – მიმართა საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

„არავის არ სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ასე რომ, შეწყვიტეთ ეს სასოწარკვეთილი პუტინური დემონიზაცია და რეალურ წინსვლას მიაღწიეთ 12 რეკომენდაციის საკითხში, კოსმეტიკური შესწორებების გარეშე. თუ ამას არ იზამთ, ქართველი ხალხი მოგთხოვთ პასუხს“, -განაცხადა ირლანდიელმა დეპუტატმა მიკ უოლესმა.

„12 პრიორიტეტი ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს.  ჩვენ გვერდში ვუდგავართ, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის შესრულებულია”,- მიმართა საქართველოს ხელისუფლებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. 

„ძალიან კარგად ვიცით, რამდენადაც უნდა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პრობლემა აქვს იმაში, თუ როგორ მიაღწიოს ასეთ სტრატეგიულ მიზანს. და ამ პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დებატებზე ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა.

დებატებზე გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომავალში სიტუაციის გამოსწორებას სკეპტიკურად უყურებენ და გამოითქვა ვარაუდი, რომ „აგენტების კანონის” ჩაგდებით პროვოკაციები არ დასრულდება. 

„ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს არაა ხელისუფლების მხრიდან უკანასკნელი პოლიტიკური ანტიევროპული პროვოკაცია”, – თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

თეგები: ანდრიუს კუბილიუსიევროპარლამენტივიოლა ფონ კრამონიკატალინა ჩემარკეტა გრეგოროვაოლივერ ვარჰეისანდრა კალნიეტე

დაკავშირებული სიახლეები

ბორელი და ვარჰესი, რუსული კანონი,
საზოგადოება

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, დაადასტუროს თავისი ერთგულება ევროკავშირის გზაზე”: ბორელი და ვარჰეი

14:12, 15 მაისი, 2024
ევროპარლამენტი, ეაგენტების კანონი, რეზოლუცია
საზოგადოება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს და ივანიშვილის სანქცირებას შეეხება

15:39, 25 აპრილი, 2024
ევროპარლამენტი,
საზოგადოება

„აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტის კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს გაიმართება

11:59, 25 აპრილი, 2024
ბიძინა ივანიშვილი
ეკონომიკა

ივანიშვილის ქონების დაცვა თუ უცხოური კაპიტალის მოზიდვა – რისთვის არის საჭირო ე.წ. ოფშორების კანონი

11:09, 19 აპრილი, 2024

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved