ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბანკები და ფინანსები

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

ავტორი Nona
12:56, 1 ოქტომბერი, 2024
- ბანკები და ფინანსები, საზოგადოება, სიახლეები
თიბისი,
გაზიარებაგაზიარება

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“.

თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში.

ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.
„კონფერენცია „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“ ქმნის ინოვაციურ სივრცეს ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრესული ცვლილების ნაწილი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა და იპოვონ მხარდაჭერა თანამოაზრეებს შორის. მონაცემთა მეცნიერება არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციურობის
საფუძველს ქმნის; მონაცემთა მეცნიერი ქალები კი ამ ინოვაციურობის ელჩები არიან დღეს ჩვენს საზოგადოებაში“ – მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს;

დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

„ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიღების გარდა, განსხვავებული კუთხით შეხედოთ მონაცემებს. საშუალება გექნებათ, მონაცემების დამუშავების ტექნიკას პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნოთ. განხილული იქნება ის მიდგომები, რომელსაც ვითვალისწინებთ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და Storytelling-ის (მონაცემებით ამბის თხრობის) დროს“ – სოფო რუხაძე, Self-service ანალიზის განვითარების ჯგუფის უფროსი, თიბისი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.

(რ)

თეგები: თიბისიმაკა ბოჭორიშვილისოფო რუხაძექალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

დაკავშირებული სიახლეები

თიბისი, მთავარია გჯეროდეს
ბანკები და ფინანსები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

13:05, 14 მაისი, 2025
მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება
ბანკები და ფინანსები

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

10:21, 14 მაისი, 2025
თიბისი კაპიტალი
ბანკები და ფინანსები

სადამდე გაიზრდება ინფლაცია?- თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:12, 13 მაისი, 2025
თიბისი, პრომო ჰაუსი
ბანკები და ფინანსები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

11:14, 13 მაისი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

5 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

8 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

9 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

9 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved