ბრიტანული ფუნტი სტერლინგი გაუფასურდა და 2023 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
დღევანდელ ვაჭრობაზე ერთი სტერლინგის ღირებულებამ აშშ დოლარის მიმართ 1,2295 შეადგინა.
ბრიტანული ვალუტის ვარდნა გამოიწვია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სასესხო ხარჯების ზრდამ. აღნიშნულმა ხარჯებმა ბოლო 16 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
ეკონომისტები შიშობენ, რომ მთავრობის მზარდი ხარჯები გადასახადების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადების სახით იღებს. დეფიციტის შესავსებად კი სესხულობს ფულს, რაც პროცენტით უნდა გაისტუმროს. მისთვის ფულის სესხების ერთ-ერთი გზა ობლიგაციების გამოშვებაა.
გლობალური ობლიგაციების შემოსავალი კი გაზრდილია, რაც გამოიწვია ინფლაციის მატებამ, რეფინანსირების განაკვეთების დაწევის შანსის შემცირებამ და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო თუ ეკონომიკურ პოლიტიკის შესახებ გაურკვევლობამ.
10-წლიანი ობლიგაციების სარგებელი მხოლოდ ამ კვირაში მეოთხედი პუნქტით გაიზარდა და მიაღწია მაქსიმუმს 2008 წლის შემდეგ, რადგან ბრიტანეთის ფისკალური პერსპექტივისადმი ნდობა უარესდება.