2023 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $438.4 მილიონი გადმოირიცხა, რაც 127%-ით მეტია 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი, $223.6 მილიონი, ფულადი გზავნილის სახით, რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 730%-ით არის გაზრდილი.
ფულადი გზავნილები გაზრდილია იტალიიდან და აშშ-დან, რომლებიც გადმორიცხვების მიხედვით შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მარტის თვეში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $223.6 მლნ. წლიური ზრდა 727%
- იტალია – $43.4 მლნ. (+10%)
- აშშ – $35.9 მლნ. (+40.4%)
- საბერძნეთი – $19.6 მლნ. (+3.3%)
- ისრაელი – $18.8 მლნ. (+10.5%)
- გერმანია – $17.6 მლნ. (+ 55%)
საქართველოდან 2023 წლის მარტში საზღვარგარეთ $30.4 მილიონი გადაირიცხა, რაც 2022 წლის მარტის მაჩვენებელზე 26.7%-ით მეტია.