16 აპრილს ფინეთმა ჩართო ოლკილუოტოს ატომური რეაქტორი, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში. შედეგად, ფინეთი ელექტროენერგიის 30%-ს უკვე ახალი ელექტროსადგურიდან იღებს.
რეაქტორი დაახლოებით 1600 მგვტ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და მინიმუმ 60 წლის განმავლობაში იმუშავებს.
ატომური ელექტროსადგური ფრანგულმა კომპანია Areva-მა და გერმანულმა Siemens-მა ააშენეს.
ცნობისთვის, 16 აპრილს გერმანიამ გათიშა ბოლო სამი ატომური ელექტროსადგური: ბავარიაში, ქვემო საქსონიასა და ბადენ-ვიურტემბერგში.